Главная > საზოგადოება > კვლევა-ტრადიციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით

კვლევა-ტრადიციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით


11-05-2022, 11:55. Разместил: cira mgvdeladze

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრადიციების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა.


კითხვაზე, ორი მოსაზრებიდან რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას, შედეგები ასე გადანაწილდა:


  • დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას — 45%;
  • ქართული ტრადიციები უფრო მეტად გადარჩება, თუ საქართველო დაუკავშირდება რუსეთს და არა აშშ-სა და ევროკავშირს — 20%;
  • არცერთს არ ვეთანხმები — 25%;
  • არ ვიცი/უარი — 10%.

Вернуться назад