Главная > საზოგადოება > ანგარიშის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა — #სირცხვილია

ანგარიშის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა — #სირცხვილია


28-01-2021, 23:50. Разместил: mariko

მოძრაობა #სირცხვილიას განცხადებით, ანგარიშის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის შეგროვება მოძრაობამ დღეს დაიწყო — თითოეულ მათგანს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ ჩარიცხული თანხა სრულად გადაეცემა ივერისა და ნატალიას ოჯახებს.


Вернуться назад