2020 წელს ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

ნანახია: 477
სრული ინფორმაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა.

გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2458 სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ კი 10 431.

რაც შეეხება რეგისტრირებულ ნარკოტიკულ დანაშაულს, მათი ოდენობა 3 452-ს შეადგენს.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, 520 სამოხელეო დანაშაული დაფიქსირდა. ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართული კი 52.

გასულ წელს, საკუთრების წინააღმდეგ 22 607 დანაშაულია რეგისტრირებული, 3917 კი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 

გასულ წელსვე, ტრეფიკინგის მუხლით სულ 11 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 1 გაიხსნა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."