Главная > სიახლეები / საზოგადოება > ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ


13-07-2021, 10:00. Разместил: mariko

ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან 11 ივლისს საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილიყო, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.


Вернуться назад