Главная > სიახლეები / პოლიტიკა > მამუკა ხაზარაძე: თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო,

მამუკა ხაზარაძე: თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო,


23-06-2021, 11:30. Разместил: mariko

თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო, - ეს განაცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით მამუკა ხაზარაძე გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო არის ფიქცია.

„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ - არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ქვეყანას ყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება და არის პოლიტიზირებული. თავს არავის მოგატყუებინებთ! ჩვენი შვილები და მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ “, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


Вернуться назад