Главная > გარემოს დაცვა > ონლაინ ტრენინგ კურსი კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ონლაინ ტრენინგ კურსი კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის


11-05-2021, 11:01. Разместил: mariko
CENN, New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ონლაინ ტრენინგ კურსს შემდეგ თემებზე:

🔵 ადვოკატირება-ლობირების ინსტრუმენტები, პოლიტიკის ინკლუზიური ფორმულირება WASH ხელმისაწვდომობის შესახებ

ტრენინგის ჩატარების დრო: 13 მაისი, 16:00 – 19:00 საათი
ადგილი: ZOOM

🔵 სათემო პროექტის შემუშავება და განხორციელება წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარული მომსახურების გასაუმჯობესებლად (ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი)
ტრენინგის ჩატარების დრო: 14 მაისი, 16:00 – 19:00 საათი
ადგილი: ZOOM

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 მაისი, 18:00 საათი). მონაწილეების შერჩევა მოხდება კითხვარის საფუძველზე.

➡️ სარეგისტრაციო ბმული:
შეხვედრის ბმულს მიიღებთ ტრენინგის დაწყებამდე, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს)

ტრენინგში მონაწილე აქტიურ ახალგაზრდებს გადაეცემათ სერთიფიკატები

ტრენინგი ტარდება CENN-ის მიერ, პროექტ GEO-WASH „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით” ფარგლებში.

Вернуться назад