Главная > სიახლეები / გარემოს დაცვა > წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების მცურავი კუნძული სიდიდით ტეხასის შტატს ორჯერ, ხოლო საფრანგეთს სამჯერ აღემატება

წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების მცურავი კუნძული სიდიდით ტეხასის შტატს ორჯერ, ხოლო საფრანგეთს სამჯერ აღემატება


13-04-2021, 13:52. Разместил: mariko
წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების მცურავი კუნძული, რომლის ფართობი 1.6 მლნ. კმ²-ია, წყნარი ოკეანის თითქმის 1%-ს შეადგენს. კუნძული თავისი სიდიდით ტეხასის შტატს ორჯერ, ხოლო საფრანგეთს სამჯერ აღემატება და ის 80 000 ტონა პლასტმასას შეიცავს.

წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების მცურავი კუნძული სიდიდით ტეხასის შტატს ორჯერ, ხოლო საფრანგეთს სამჯერ აღემატება


 ნარჩენებისგან შემდგარი ასეთი მცურავი კუნძულები, რომლებიც უმეტესწილად პლასტმასას ნარჩენისგან არიან წარმოქმნილი, უკვე რამდენიმეა ოკეანეშია აღმოჩენილ და რაც უფრო მეტ ნარჩენს წარმოვქმნით მათი ზომა უფრო მატულობს.

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასა იქნება.  ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: პლასტმასის ნარჩენების შემცირება!
 საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროსა და CENN მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება მიმდინარეობს. პროგრამის ძირითად მიზანს პლასტმასის ნარჩენების პრევენცია და შესაბამისად, გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება წარმოადგენს.

Вернуться назад