Главная > სიახლეები / გარემოს დაცვა > CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის Match Making & B2B ღონისძიება გამართა

CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის Match Making & B2B ღონისძიება გამართა


31-03-2021, 13:31. Разместил: mariko
CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის პროექტების ,,ეს წალკაა" და ,,ციფრული კავკასია" ფარგლებში Match Making & B2B ღონისძიება გამართა.

ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, ტურიზმის სექტორში არსებულ თანამედროვე ტრენდებზე, საქართველოს ბაზარზე არსებულ ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ციფრულ ინოვაციებზე ტურიზმის სფეროში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს სასტუმროების, კვების ობიექტებისა და მეღვინეებისათვის. Match Making & B2B შეხვედრებისას დამწყები ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ რჩევები, მოეძიებინათ პარტნიორები და გაეფართოებინათ საქმიანი სანაცნობო წრე.

აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ სერვისის მიმწოდებლები, საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

B2B შეხვედრებში მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Tbilisi Start-up Bureau, iKnow, ADWISE Agency, Georgia Insight, Geo Trend, კრისტალი, გასტრონომიული ასოციაცია, ენცოს ეზო.

CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის Match Making & B2B ღონისძიება გამართა
წყარო: CENN

Вернуться назад