Главная > სიახლეები / საზოგადოება > დღეს პატრიარქი სამების ტაძარში შენდობის წესს აღავლენს

დღეს პატრიარქი სამების ტაძარში შენდობის წესს აღავლენს


14-03-2021, 15:57. Разместил: mariko

დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს.

როგორც  მამა იოანემ აღნიშნა, შენდობის წესი ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს სრულდება.

„5 საათზე დაიწყება მსახურება და 6 საათზე ველოდებით მის უწმინდესობას და იქნება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, ადრე მონასტრებში შენდობას სთხოვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უდაბნოში სალოცავად მიდიოდნენ, ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, - აღნიშნა მამა იოანემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი


Вернуться назад