Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის", - ირაკლი კობახიძე
,, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის", - ირაკლი კობახიძე14-03-2021, 15:33. Разместил: mariko |
იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი. “ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს. “პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. Вернуться назад |