Главная > სიახლეები / საზოგადოება > „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.


5-03-2021, 21:16. Разместил: mariko

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს.

„წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზა მხოლოდ მედპერსონალისთვის იქნება.

„ეს პირველი მოწოდება იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და მათ საჭიროებას დაფარავას, თუმცა, მალევე, აპრილში, ველოდებით შემდეგ დოზებს, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე“, - განაცხადა გაბუნიამ.


Вернуться назад