Главная > სიახლეები / პოლიტიკა > შარლ მიშელი პირველ შეხვედრას დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს


1-03-2021, 10:00. Разместил: mariko

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც თბილისს სტუმრობს, საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრესისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

აღნიშნულის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.


Вернуться назад