Главная > სიახლეები > ,,არაფერი იმაზე სამარცხვინო აარ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, ვიდრე ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება", - ნონო ლომჯარია

,,არაფერი იმაზე სამარცხვინო აარ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, ვიდრე ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება", - ნონო ლომჯარია


23-02-2021, 09:28. Разместил: mariko

,,არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 


Вернуться назад