Главная > სიახლეები / პოლიტიკა > არანაირი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს

არანაირი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს


22-02-2021, 23:53. Разместил: mariko

იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხოლოდ „შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს“.

„მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული. რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას - პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.
არანაირი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს


Вернуться назад