პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორებს აცნობს.
„რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში. წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი. ჩვენ ვართ ,,ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზებას და ჩვენგან უნდა მოვიდეს შემდგომი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ ჯგუფიდან წამოსული ინიციატივებია ის, „რომელსაც უნდა გაჰყვეთ დღეს, გამარჯვებისკენ“.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი.
დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსდა. აქციისთვის სცენა მოეწყო თბილისის საკრებულოს წინ. აქციაზე მონაწილეობისთვის რეგიონებიდან ადამიანები მოემართებიან. გავრცელებული ინფორმაციით, აქციას 15:00 საათზე მარშით შეუერთდებიან სტუდენტები და ემიგრანტები.
Вернуться назад
|