Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ბენიამინ ნეთანიაჰუ- პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება

ბენიამინ ნეთანიაჰუ- პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება


22-09-2025, 10:50. Разместил: mariko

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ქვეყნებისთვის, რომელთაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგეს, აქვს გზავნილი, რომ "ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება".

„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს.

და მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი თქვენთვის: ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანიის დასავლეთით" , - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.

არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, მომავალ კვირაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიჰყვნენ სამი ქვეყნის მაგალითს.


Вернуться назад