"არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) კატეგორიულად გმობს ბოლოდროინდელ განხორციელებულ ქმედებებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) წინააღმდეგ, — ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ISFED-ის და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას.

"ENEMO-ს დიდი ხნის და პატივსაცემი წევრის, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის.

პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ISFED -ის და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს ქმედებები წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასეთი ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

ISFED ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით.

ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება.

ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი საქმიანობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს არჩევნების სანდოობას და საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს.

ENEMO-ს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია განუხორციელებია საქართველოში და შესაბამისად, ზუსტად იცის, თუ რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ ისეთი სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა ISFED, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფაში.

ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს და შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელშიც არჩევნების დამკვირვებლებს შეეძლებათ თავიანთი მანდატის შესრულება დაშინების, რეპრესიების და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.

ENEMO გამოხატავს სოლიდარობას ISFED-ის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ, აფასებს მათ მუდმივ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად შექმნილი მტრული გარემოსი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ქართული ოცნების ქმედებებით", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებები ამ თემაზე :