Главная > სიახლეები / პოლიტიკა / საზოგადოება > 9 თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9 ათასამდე მოქალაქემ ითხოვა - როგორია სტატისტიკა
9 თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9 ათასამდე მოქალაქემ ითხოვა - როგორია სტატისტიკა23-12-2024, 14:57. Разместил: mariko |
2024 წლის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 8 810-მა მოქალაქემ ითხოვა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე პირველადი განაცხადი 15 370-მა მოქალაქემ გააკეთა. ამასთან, წელს სექტემბერში, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მონაცემებით, განაცხადი საქართველოს 935-მა მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ხშირად კი საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვდნენ იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო კონკრეტულად, სექტემბერში იტალიაში თავშესაფარი საქართველოს 270-მა მოქალაქემ მოითხოვა, საფრანგეთში - 265-მა, გერმანიაში - 175-მა, ბელგიაში - 70-მა, ირლანდიაში - 60-მა, შვეიცარიაში - -35-მა, ესპანეთში - 30-მა, 15-15 განაცხადი დაფიქსირდა ავსტრიასა და ნიდერლანდებში, 10-მა მოქალაქემ კი თავშესაფარი პოლონეთში მოითხოვა. Вернуться назад |