Главная > სიახლეები / პოლიტიკა > შალვა პაპუაშვილი - სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

შალვა პაპუაშვილი - სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ


6-09-2024, 23:00. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება.


პაპუაშვილის განცხადებით, სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.


პაპუაშვილი ასევე, მადლობას უხდის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა.


„სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.


მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, რანგით მასზე დაბალ წევრებს შეხვდა", - წერს შალვა პაპუაშვილი.


Вернуться назад