Главная > სიახლეები / პოლიტიკა > შალვა პაპუაშვილი - რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი - რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში26-07-2024, 12:30. Разместил: mariko |
რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმის საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. „გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს. სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. Вернуться назад |