Главная > სიახლეები / სპორტი > ჩეხეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 30 მლნ ევრო ღირს, საქართველოს კი 80 მლნ ევრო - ვინ არიან Top-5-ში
ჩეხეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 30 მლნ ევრო ღირს, საქართველოს კი 80 მლნ ევრო - ვინ არიან Top-5-ში21-06-2024, 17:31. Разместил: mariko |
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, ჩეხეთის და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები. სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 187.9 მლნ ევროა. რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები:
ჩეხეთის ნაკრები:
ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. ხვალ, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას. Вернуться назад |