Главная > სიახლეები / საზოგადოება > „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება10-05-2024, 17:57. Разместил: mariko |
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"-წერია ინფორმაციაში. Вернуться назад |