Главная > სიახლეები / ეკონომიკა > ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად, 424%-ით, იორდანიიდან გაიზარდა

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად, 424%-ით, იორდანიიდან გაიზარდა


15-03-2024, 18:24. Разместил: mariko

024 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ყველაზე მეტად იორდანიიდან - 423.7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2023 წლის თებერვალში იორდანიიდან საქართველოში 308 500 აშშ დოლარი გამოირიცხა, ხოლო საქართველოდან იორდანიაში - 52 900 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის იმავე პერიოდში იორდანიიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 1,615 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან იორდანიაში 74 800 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში იორდანიის წილი ფულად გზავნილებში 0.59% იყო.

იხილეთ ასევე: ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა - Top-10 ქვეყანა


Вернуться назад