Главная > სიახლეები / მსოფლიო > ალიევის ადმინისტრაცია სომხებს მოუწოდებს, „აწიონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ“

ალიევის ადმინისტრაცია სომხებს მოუწოდებს, „აწიონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ“


19-09-2023, 20:58. Разместил: mariko

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.


„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა, მათ ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.


Вернуться назад