Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დაამტკიცა.
ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დაამტკიცა.14-12-2022, 17:19. Разместил: mariko |
ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გამოიყენონ პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ "შიდა დემოკრატიული პროცესების გაუარესების გამო".
რეზოლუციაში ივანიშვილი "ოლიგარქადაა" მოხსენიებული. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დეპუტატებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "საქართველოში დემოკრატია სუსტდება". ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიმართავენ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ გამოიყენოს უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. რეზოლუციას მხარი 430 ევროოარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 52 დეპუტატი წავიდა, 126-მა თავი შეიკავა. Вернуться назад |