Главная > სიახლეები / განათლება > CENN აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

CENN აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად


7-12-2022, 17:44. Разместил: mariko
საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 პროგრამის მიზანია VIII – XI კლასების მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობის მშენებლობის და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო VIII – XI კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ

 აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმში, ხელი შეუწყონ ადგილობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაუმჯობესებას და  გახდნენ ახალგაზრდა ლიდერები.

 პროგრამის ხანგრძლივობა არის 8 თვე (თებერვალი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:
1. ონლაინ მასტერკლასები
2. სამოქალაქო განათლების ბანაკი
3. მენტორინგი
4. პროექტების დაფინანსება და განხორციელება
5. შემაჯამებელი კონფერენცია

 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iL6tB7
 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/rd7mhABcp8ftifki9

⏳ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 დეკემბერი, 18:00 საათი.

Вернуться назад