Главная > სიახლეები / პოლიტიკა > სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე - მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ - ყირიმი უკრაინაა

სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე - მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ - ყირიმი უკრაინაა


23-08-2022, 17:30. Разместил: mariko

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ამ სამიტზე წარმოვადგინო საქართველო და ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც გვაერთიანებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს.

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა.

ხვალ უკრაინა ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე აღნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების 6 თვეს. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თებერვალში არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


Вернуться назад