Главная > სიახლეები / პოლიტიკა > უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


10-07-2022, 14:12. Разместил: mariko

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ლუგანსკის მახლობლად პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი ცნობილია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის. ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.


Вернуться назад