Главная > სიახლეები > ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა


3-06-2022, 09:49. Разместил: cira mgvdeladze
ახალი პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი.
რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, Credit Bank of Moscow და Russian Agricultural Bank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-დან გაითიშებიან.
 რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდებათ, 6 თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი 8 თვეში აიკრძალება.
 სანქციები შეეხება სპეცსამსახურების თანამშრომლებსა და სამხედროებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სამეწარმეო და ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავენ, ოლიგარქებს, კრემლის პროპაგანდისტებსა და მათ ოჯახებს.
 სანქციების სიაში შეიყვანეს 3 მედიასაშუალება, რომელიც პროპაგანდას ავრცელებენ.
 შეზღუდვები შეეხება რუსულ ნავთობს, რომლის ექსპორტი საზღვაო გზით ხორციელდება - კერძოდ კი, ეროვნულ დონეზე რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე 92%-ით შემცირდება.
 სასანქციო სიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის პატრიარქის კირილის ჩამატებაც სურდათ, თუმცა უნგრეთის პოზიციის გამო ეს არ მოხდა.

Вернуться назад