Главная > სიახლეები > ონლაინ-მაღაზია ვალდებულია გაყიდული ნივთი 14 დღის ვადაში დაიბრუნოს - რა ახალი უფლებები გაუჩნდა მომხმარებელს

ონლაინ-მაღაზია ვალდებულია გაყიდული ნივთი 14 დღის ვადაში დაიბრუნოს - რა ახალი უფლებები გაუჩნდა მომხმარებელს


2-06-2022, 10:30. Разместил: cira mgvdeladze

 1 ივნსიადან ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს.


აღნიშნულს გულისხმობს „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დღეიდან, 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა.


კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც განაცხადების განხილვას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება.

მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოაჩენის შემთხვევაში - მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადავა.


ასევე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში შემოდის პროდუქციის უპირობო დაბრუნების 14 დღიანი ვადა.


Вернуться назад