Главная > სიახლეები / პოლიტიკა > კარლ ჰარცელი - ჩემი პროგნოზით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს

კარლ ჰარცელი - ჩემი პროგნოზით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს


26-05-2022, 18:29. Разместил: mariko

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ევროკომისია წარადგენს დასკვნას, მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, მისი პროგნოზით, ევროკომისია დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს. „ჩემი პროგნოზით, ეს მომავალ ორ-სამ კვირაში მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.


Вернуться назад