Главная > სიახლეები > 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა

15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა


20-05-2022, 13:38. Разместил: cira mgvdeladze

შრომის ინსპექციის განცხადებით, არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა, რომლის მოვალეობაშიც ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა შედიოდა.


ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა", — აცხადებს შრომის ინსპექცია.


მათი თქმით, მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეუარხყოფა მიაყენა ბავშვს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა.


შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა .


Вернуться назад