Главная > სიახლეები > მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან სამხედროების ევაკუაცია გრძელდება

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან სამხედროების ევაკუაცია გრძელდება


17-05-2022, 13:58. Разместил: cira mgvdeladze

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში გადაიყვანეს.

გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.


Вернуться назад