Главная > სიახლეები > ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს


3-05-2022, 15:02. Разместил: cira mgvdeladze

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამში“ იუწყება.


„სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, - განაცხადა ცაპლიენკომ.


მისი თქმით, ინფორმაცია მას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.


ასევე შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.


ჟურნალისტის  ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.


Вернуться назад