Главная > სიახლეები > მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასაბარებლად ავტოსკოლებს სწავლება საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე არ შეეძლებათ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასაბარებლად ავტოსკოლებს სწავლება საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე არ შეეძლებათ


3-05-2022, 11:02. Разместил: cira mgvdeladze

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება.


გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს.


მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ, კერძოდ: რუსთავში, გორში, თელავში ფოთში, ახალციხში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში.


Вернуться назад