Главная > სიახლეები / ეკონომიკა > ფინანსთა მინისტრის განცხადებით -  კომპანია „ბორჯომი“ საქმიანობას  გააგრძელებს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით -  კომპანია „ბორჯომი“ საქმიანობას  გააგრძელებს.


2-05-2022, 12:53. Разместил: cira mgvdeladze

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს.


როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ „ბორჯომმა“ საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.


Вернуться назад