Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > კარლ ბილდტი - აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს - სტალინის პერიოდში მოსკოვის ცნობილი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს

კარლ ბილდტი - აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს - სტალინის პერიოდში მოსკოვის ცნობილი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს


11-11-2021, 12:12. Разместил: mariko

სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი “ტვიტერზე“ წერს, რითაც ის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მისცეს.

"მართლაც აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა. სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს", - წერს კარლ ბილდტი.


Вернуться назад