Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > აშშ-ის სენატში დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
აშშ-ის სენატში დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ23-03-2021, 09:19. Разместил: mariko |
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, - შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მათივე ინფორმაციით, თემაზე - „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს. სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი. Вернуться назад |