Главная > პოლიტიკა > ,,ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში" - იენს სტოლტენბერგი

,,ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში" - იენს სტოლტენბერგი


22-03-2021, 19:00. Разместил: mariko

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


მისი თქმით, ნატოს კარი ღია რჩება იმ ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.


,,ვერ ვისაუბრებ შეერთებული შტატების სახელით, მაგრამ მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის ხილვას აქ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. არც ერთ სხვა ქვეყანას, ნატო-ს წევრების და ასპირანტი სახელმწიფოების გარდა არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს წევრი. ყოველი სუვერენული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინის ან ბოსნია-ჰერცეგოვინას, უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


წყარო: ipn


Вернуться назад