Главная > პოლიტიკა > სულ ტყუილად არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით.
სულ ტყუილად არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით.18-03-2021, 13:42. Разместил: mariko |
ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნებაში“ სულ ტყუილად არიან აჟიტირებული ჟოზეფ ბორელის განცხადებებით. „არჩევნებზე ეუთო/ ოდირის მიერ დადებული შეფასების რევიზიისთვის ნამდვილად არ დაუბარებია ბორელს ირაკლი ღარიბაშვილი, შესაბამისად, ახალიც არაფერი თქმულა, ამიტომ სულ ტყუილად არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით. თუმცა, მათი უბედურება ის არის, რომ თავადაც ილუზიაში ცხოვრობენ, ხალხსაც ილუზიაში აცხოვრებენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, ყოველდღიური სამოქმედო გეგმაც კი არ დაუდიათ. ოპოზიციის სერიოზული დანაშაული ის არი, რომ ხალხს არ ვეხმარებით ამ ურთულს პროცესში და ჯერაც არ გაგვიჟღერებია რას ვთავაზობთ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. ამიტომ, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა და მისი გადაჭრის გზები იქნება გაჟღერებული, მით უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ამომრჩეველი ამ კრიზისის მოგვარებაში. თუმცა, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია, “ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძლება კომპრომისებზე წასვლას უფრო ნიშნავს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. Вернуться назад |