Главная > პოლიტიკა > ბოკერია ჩანაწერზე: 2010-ის არისო, წარმოიდგინეთ, სრული ძალაუფლების პირობებში როგორ მოიქცეოდნენ

ბოკერია ჩანაწერზე: 2010-ის არისო, წარმოიდგინეთ, სრული ძალაუფლების პირობებში როგორ მოიქცეოდნენ


9-03-2021, 20:53. Разместил: mariko

,,საოცარი განცხადება მოვისმინეთ, ეს 2010 წლის არის - სრული ძალაუფლება რომ არ გვქონდა და ძალიან მდიდარი ადამიანი რომ იყო, მაშინ ვიქცეოდით ასეო. წარმოგიდგენიათ, სრული ძალაუფლების პირობებში როგორ მოიქცეოდნენ?"-  ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე. 

,,პოპვარსკვლავი თუ ხარ, ან ამბიცია გაქვს, ამას თან მოსდევს, როგორც პოლიტიკოსობას, რომ სოციალურ ქსელებში ვიღაც რაღაცას დაწერს შენზე. თავისუფალ საზოგადოებაში ასე ხდება. კადიროვი დასდევს, ვინ დაწერს ვისზე რამეს, ოღონდ არ ვადარებ დღევანდელ ვითარებას კადიროვს, არ სჭირდება დამძიმება, ისედაც მძიმე ვითარებაა..."- განაცხადა გიგა ბოკერიამ 

შეგახსენებთ, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


Вернуться назад