Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან


20-02-2021, 11:11. Разместил: mariko

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, - აცხადებენ კონგრესმენები.


Вернуться назад