Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადებები მოსალოდნელია ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან", - სალომე სამადაშვილი

საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადებები მოსალოდნელია ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან", - სალომე სამადაშვილი


18-02-2021, 14:04. Разместил: mariko

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განცხადა, უახლოეს საათებში მოსალოდნელია საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადებები ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან.

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში თუ არა, დღეს და ხვალ იქნება ძალიან მკაცრი გზავნილები ბრიუსელიდან. შესაბამისად, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავლი ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც შეთანხმდა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით ჯერ კიდევ 8 მარტს, ეს ნიშნავდა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას",- განაცხადა სამადაშვილმა.

ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დატოვა.


მისი თქმით, ელჩთან ისაუბრეს გიორგი რურუას საკითხზე და ასევე, იმაზე, როგორ ესახებათ მოლაპარაკებების გაგრძელება იმისთვის, რომ ქვეყანაში "სამართლიანი და თავისუფალი ვადამდელი არჩევნები შედგეს".


Вернуться назад