Главная > პოლიტიკა > ლიეტუვას ელჩი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა
ლიეტუვას ელჩი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა18-02-2021, 11:21. Разместил: mariko |
ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა. მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა: "ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს. მე აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ვითარდება აქ. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება". – თქვა მან. კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. Вернуться назад |