Главная > პოლიტიკა > ,,სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი საქართველოს დემოკრატიისთვის „სახიფათო ტრაექტორიაა", - კარლ ჰარცელი

,,სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი საქართველოს დემოკრატიისთვის „სახიფათო ტრაექტორიაა", - კარლ ჰარცელი


17-02-2021, 14:35. Разместил: mariko

მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ჰარცელის განცხადებით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის „სახიფათო ტრაექტორიაა“.

„რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.


Вернуться назад