Главная > პოლიტიკა > შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვაზე დაბარებაზე - ჩვენ მტკიცებულებებით ვიცით, რომ უცხო ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება
შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვაზე დაბარებაზე - ჩვენ მტკიცებულებებით ვიცით, რომ უცხო ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება2-09-2025, 14:31. Разместил: mariko |
ჩვენ გვაქვს მტკიცებულება: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მტკიცებულებებით იციან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება. „ჩვენ გვაქვს მთავარი მტკიცებულება: ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის. ჩვენ მტკიცებულებებით ვიცით, რომ USAID-ის დაფინანსებით Canvas-ის ტრენერების დახმარებით როგორ ატრენინგებდნენ პარლამენტის პიკეტირებაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ა.შ. ანუ, დანამდვილებით ვიცით, რომ ერთი ეტაპი უცხო ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება. პაპუაშვილის განცხადებით, „აღმაშფოთებელია ISFED-ის ხელმძღვანელის აღიარების ფონზე, ნაცვლად იმისა შეესწავლათ, თუ რას მოხმარდა მათი ორგანიზაციების მიერ გაცემული დაფინანსება, აქეთ ქართული მართლმსაჯულების დადანაშაულება“. „ამ აღჭურვილობის დანიშნულება რა არის? რომ ამ მოძალადემ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ საპოლიციო საშუალებებს, რომ მასზე არ იმოქმედოს წყლის ჭავლმა. წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი თუ სხვა სპეციალური საშუალება გამოიყენება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ძალადობრივი აქცია. როდესაც ეს გამოიყენება, ყველა უნდა გაერიდოს აქციას. მიზანი არის ტერიტორიის დაცლა, სადაც ძალადობა ხდება. ახლა აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის დაფინანსება გამოიყენებოდა იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებისთვის დაერიგებინათ აღჭურვილობა, რომლითაც უფრო მეტად გაუძლებდნენ და არ დაიშლებოდნენ. ეს ISFED-ის ხელმძღვანელმა აღიარა. Вернуться назад |