Главная > პოლიტიკა > ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის - ამით ანგრევენ თვითონ შვეიცარიულ ბანკებს
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის - ამით ანგრევენ თვითონ შვეიცარიულ ბანკებს23-01-2025, 16:03. Разместил: mariko |
სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, დღეს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება - როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიული ბანკ Julius Baer-ს შორის დავის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბანკის მიერ ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს პოლიტიკური საფუძველი აქვს. „სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციაზე. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხები მის ანგარიშზე შვეიცარიულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, ამასაც, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ - როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. Вернуться назад |