Главная > პოლიტიკა > ,,არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ", - ნიკა მელია

,,არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ", - ნიკა მელია


5-02-2021, 18:06. Разместил: mariko

ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელია განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს.

როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი.

"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე - ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა, მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არის ჩემი ენერგიის წყარო, ვიცი რა, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი, რაც მთავარია მორალურად მართალი, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მე ახლა მინდოდა მეთქვა თქვენთვის,“- განაცხადა ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ამასთან, პროკურატურა ნიკა მელია აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.


Вернуться назад