Главная > პოლიტიკა / ეკონომიკა / მსოფლიო > აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს


21-04-2024, 11:47. Разместил: mariko

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს სამშაბათს, 23 აპრილს უყრიან.

”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, - წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.


Вернуться назад