Главная > პოლიტიკა > ევროკავშირის ოფისი - ევროკავშირი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს

ევროკავშირის ოფისი - ევროკავშირი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს


18-03-2024, 15:30. Разместил: mariko

ევროკავშირი უკანონო მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც,
საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც გაიხსნა.


Вернуться назад